უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოთ უძრავი ქონება თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მოთხოვნად ტურისტულ ლოკაციაზე. ძველი თბილისის ისტორიული ატმოსფერო, მთავარი ღირსშესანიშნაობები, რესტორნები, კაფეები და ქალაქის კულტურული ცხოვრება სულ რამდენიმე წუთის სავალზეა.
სახლი სრულად მზად არის კომფორტული საცხოვრებლად და ასევე იდეალურია საინვესტიციოდ. მისი მდებარეობა საშუალებას იძლევა წარმატებით ფუნქციონირებდეს როგორც საოჯახო სასტუმრო ან ბუტიკ-ჰოტელი.
ეზოში განთავსებულია ცალკე, სრულად კეთილმოწყობილი აპარტამენტი ყველა საჭირო კომფორტით, რომელიც მზად არის დღიურად გასაქირავებლად და პირველი დღიდანვე სტაბილური შემოსავლის მიღების შესაძლებლობას იძლევა.
ეს არის იშვიათი შეთავაზება, რომელიც აერთიანებს მყუდრო საცხოვრებელს, მაღალ საინვესტიციო პოტენციალს და პასიური შემოსავლის შესაძლებლობას ძველი თბილისის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ უბანში.