იყიდება არა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში

იყიდება არა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში

76ID: 25663737
მანავი
78,630
1 მ² - 66
1200 მ²
ფართი

მოკლე აღწერა

იყიდება არასასოფლო მიწის ნაკვეთი საგარეჯოს რაიონში კახეთის გზადკეცილზე. გასაყიდია პირდაპირ გზის პირას, სოფელ მანავში კომერციული დანიშნულების 3 ნაკვეთი. პირველი 1200 კვ.მ, მეორე 500 კვ.მ და მესამე 550 კვ.მ. მესამე ნაკვეთში შეყვანილია დენი, მოწყობილია სანიაღვრე და საკანალიზაციო მილები. ასევე ტუალეტიც არის ადგილზე, კაპიტალურად აწყობილია, (სენდვიჩ-პანელით) მეტლახია დაგებული და საკანალიზაციო ჭაც მოწესრიგებულია. წყალი იქვე არის 50-60 მეტრში და შეყვანა არ ჯდება ძვირი. ასევე გაზი არის ძალიან ახლოს (უშუალოდ ნაკვეთის გვერდით მდებარე კომერციულ ობიექტთან არის გაზიც). ნაკვეთების განლაგება და კვადრატულობა მონიშნულია რუკაზე. წითელ ფერში 1300 კვ.მ-ის გაყიდვაც შესაძლებელია, მეპატრონესთან ფასზე შეთანხმების შემთხვევაში. ნაკვეთები მდებარეობს სტატეგიულ ადგილას, შესაძლებელია ავტოსამრეცხაოს, სასურსათო მაღაზიის, სანტექნიკის მაღაზიის, ავტოსერვისის, ხორცის მაღაზიის, ჩურჩხლის სახლის ან და სხვა მრავალი კომერციული ფართის მოწყობა. ასევე შესაძლებელია “დრაივის” გაკეთებაც და კიდევ მრავალი დანიშნულებით გამოყენება. სახლის ასაშენებლადაც საკმაოდ მიმზიდველი ადგილია ამ ისტორიულ და ულამაზეს სოფელში, რომელიც მდებარეობს თბილისიდან არც ისე შორს, 55 კილომეტრში. სულ რაღაც 40-45 წუთის სავალზე. მანავში თავმოყრილია ღვინის მარნები, ჩურჩხლის სახლები ასევე სხვა ბევრი თვალსაჩინო და მიმზიდველი ობიექტი. არის უნიკალური ვაზის ჯიშის ვენახები, ბევრი ისტოიული ადგილი და მყუდრო გარემო. ყველანაირი კომუნიკაცია და პირობებია კომფორტულად საცხოვრებლად ან და ბიზნესის საკეთებლად!

დამატებითი პარამეტრები

სტატუსი
არასასოფლო
საბა
აგენტი

თუ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არასწორია, გაასაჩივრე