იყიდება ბინა პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექს „საკენში“ — ადგილი, სადაც თანამედროვე არქიტექტურა, კომფორტი და ცხოვრების მაღალი სტანდარტი ერთ სივრცეში ერთიანდება.
38-სართულიანი გამორჩეული პროექტი შექმნილია მათთვის, ვინც აფასებს ხარისხს, უსაფრთხოებას და ყოველდღიურ კომფორტს.
იცხოვრე გარემოში, სადაც ყველაფერი შენს კეთილდღეობაზეა გათვლილი:
2000 კვ.მ გამწვანებული ეზო — მშვიდი სივრცე დასვენებისა და განტვირთვისთვის ქალაქის ცენტრში;
25-მეტრიანი საცურაო აუზი — აქტიური და ჯანსაღი ცხოვრებისათვის;
სპა-ცენტრი, ფიტნეს დარბაზი და ჩოგბურთის მინი კორტი — სრული კომფორტი სახლიდან გაუსვლელად.
დახვეწილი ლობი და თანამედროვე ქო-ვორქინგ სივრცეები ქმნის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ და სამუშაო გარემოს.
„საკენი“ აერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ და საოფისე სივრცეებს, თითოეული მათგანი დამოუკიდებელი შესასვლელითა და ლობით — მეტი სიმშვიდისა და პირადი სივრცისთვის.
ენერგოეფექტური ტექნოლოგიები უზრუნველყოფს კომფორტულ მიკროკლიმატს და ხელს უწყობს კომუნალური ხარჯების შემცირებას.