იყიდება 2 ოთახიანი ბინა ჩუღურეთში

იყიდება 2 ოთახიანი ბინა ჩუღურეთში

80ID: 25639064
აღმაშენებლის გამზ. 181
393,150
1 მ² - 3780
საშუალო ფასი
104 მ²
ფართი
2
ოთახი
1
საძინებელი
6 / 6
სართული

მოკლე აღწერა

Airbnb/Booking ექაუნთი

საინვესტიციო

იყიდება თანამედროვე დიზაინის ბინა 104.04 მ2 დავით აღმაშენებელის გამზირზე. ეს არის ძველი აშენებული ბინა, რომელიც მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ და ცენტრალურ ნაწილში. აღნიშნული ლოკაცია გამოირჩევა განვითარებული ინფრასტრუქტურით, რაც მოიცავს მაღაზიებს, კაფეებს, რესტორნებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს. მიუხედავად იმისა, რომ ბინა ძველი აშენებულია, ის დიდ პოტენციალს ფლობს როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ, განსაკუთრებით მათთვის, ვინც აფასებს ქალაქის ცენტრში ცხოვრების უპირატესობებს.

თუ ეძებთ მყუდრო, გემოვნებით მოწყობილ და სრულად აღჭურვილ ბინას, ეს შეთავაზება სწორედ თქვენთვისაა.

ბინა გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით, მაღალი ხარისხის რემონტითა და დეტალებზე ორიენტირებული ინტერიერით.

დახვეწილი მუქი ტონები, თანამედროვე განათება და ხარისხიანი მასალები ქმნის ელეგანტურ და სასიამოვნო საცხოვრებელ გარემოს.

მისაღები და სამზარეულო - სტუდიოს ტიპის ნათელი და ფუნქციური სივრცე, აღჭურვილი ჩაშენებული მაღალი ხარისხის სამზარეულოთი, ბარ-სტენდითა და კომფორტული რბილი ავეჯით. იდეალურია როგორც ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ისე სტუმრების მისაღებად.

საძინებელი - იზოლირებული, მყუდრო საძინებელი დიდი ორადგილიანი საწოლით, ჩაშენებული ტევადი კარადებითა და მშვიდი ატმოსფეროთი, რომელიც სრულფასოვანი დასვენებისთვის არის შექმნილი.

სველი წერტილი - თანამედროვე სტილში მოწყობილი აბაზანა და ტუალეტი, მაღალი ხარისხის სანტექნიკითა და სარეცხი მანქანით.

აივნები და ვერანდა- ბინას აქვს ორი აივანი და პატარა ვერანდა, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები მწვანე სივრცეებსა და ბუნებაზე. შესანიშნავი ადგილია დილის ყავისა თუ საღამოს განტვირთვისთვის.

ტექნიკა და კომფორტი

ბინაში რჩება ყველა საჭირო ტექნიკა და ავეჯი, მათ შორის:

მაცივარი;

მიკროტალღური ღუმელი;

ტელევიზორი;

სარეცხი მანქანა;

ჭურჭლის სარეცხი მანქანა:

კონდიციონერი;

ბინა მზად არის საცხოვრებლად — დამატებითი ხარჯების გარეშე.

დამატებითი ინფორმაცია

კორპუსში ლიფტი არ არის, რაც გათვალისწინებულია ბინის ფასშიც.

ეს ბინა იდეალური არჩევანია როგორც საკუთარი საცხოვრებლისთვის, ასევე საინვესტიციო მიზნით — გასაქირავებლად, რადგან არ საჭიროებს დამატებით რემონტსა და აღჭურვას.

დამატებითი პარამეტრები

სტატუსი
ძველი აშენებული
მდგომარეობა
ძველი გარემონტებული
პროექტის ტიპი
არასტანდარტული
სვ.წერტილები
1
აშენების წელი
1955-2000
გათბობა
ცენტრალური გათბობა
ცხელი წყალი
ცენტრალური გათბობა
აივანი
1/1 მ²
ინტერნეტი
კი
ტელევიზია
კი
ბუნებრივი აირი
კი
წყალი
კი
კანალიზაცია
კი
ელექტროენერგია
კი

ავეჯი

ავეჯი
ელლა
აგენტი

თუ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არასწორია, გაასაჩივრე

ღირებულების შკალა

შკალაზე ღირებულება განისაზღვრება საიტზე მსგავსი პარამეტრების მქონე უძრავი ქონების ფასის მიხედვით

393,150 ₾

დაბალი ფასი

საშუალოზე იაფი

საშუალო ფასი

საშუალოზე მაღალი

მაღალი ფასი