ქირავდება ნათელი, გამჭოლი და კომფორტული 3-ოთახიანი სტუდიოს ტიპის ბინა ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე, Domus-ის საცხოვრებელ კომპლექსში, მე-4 სართულზე.
ბინა სრულად არის მოწყობილი მაღალი ხარისხის ავეჯითა და თანამედროვე ტექნიკით.
დამონტაჟებულია იტალიური ცენტრალური გათბობის სისტემა და იატაკის გათბობა, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს წლის ნებისმიერ სეზონზე.
ბინის განლაგება: დიდი და ნათელი სტუდიოს ტიპის მისაღები სამზარეულოსთან ერთად; 1 მასტერ-საძინებელი; 1 საძინებელი საკუთარი საგარდერობე ოთახით; 2 სველი წერტილი; დიდი აივანი, რომელიც ეზოს მხარეს გადის.
ბინაში არის ყველაფერი, რაც კომფორტული ცხოვრებისთვის არის საჭირო.
კორპუსი აღჭურვილია დაცვის მომსახურებით, დომოფონით და ფართო, ნათელი და მოწესრიგებული სადარბაზოთი.
ბინა ქირავდება მინიმუმ 1 წლის ვადით