სახლი მდებარეობს ივერთუბანში მახათას აღმართზე საუკეთესო ადგილას. 620კვ.მ მიწაზე განთავსებულია 240კვ.მ (120/120) ორ სართულიანი სახლი. მეორე სართული არის მანსარდული მაღალი ჭერით. სახლი არის ხარისხიანად აშენებული, აქვს გამწვანებული ულამაზესი ეზო. ეზოში შესაძლებელია გაშენდეს დამატებით ხეხილი ან გაკეთდეს აუზი. ეზოში არის რამდენიმე სახეობის ხეხილი, მარადმწვანე მცენარეები, დეკორატიული ყვავილების გამორჩეული ჯიშები და რამდენიმე სახეობის ვაზი. სახლში და ეზოში არის სათავსოები (საკუჭნაო). ოთხი დიდი და ერთი პატარა საძინებელი. ერთი დიდი და ერთი პატარა სააბაზანო. დარჩება ავეჯის ნაწილი. ელექტროობა, გათბობის სისტემა, წყალგაყვანილობა, კანალიზაცია ყველაფერი არის ახალი და უპრობლემო. ეზოს აქვს ორი შემოსასვლელი - გზის მხრიდან ჭიშკარი და ჩიხის მხრიდან კარი. სახლს აქვს ორი კარი - ჰოლში შესასვლელი წინა მხრიდან და გვერდითა ეზოს მხირად. მანქანების გაჩერება შეიძლება ეზოშიც და ჩიხშიც სახლის გვერდით. სახლს ოთხივე მხრიდან შემორტყმული აქვს ბლოკით ნაშენები გალავანი.