მეპატრონისგან ქირავდება 43 კვ.მ. ახალაშენებული, გარემონტებული და საცხოვრებლად სრულად გამზადებული ბინა ბობ უოლშის ქუჩაზე, საცხოვრებელ კომპლექსში „მწვანე ალმასი“. (სარაჯიშვილის მეტროდან 10 წუთის გზაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით)
კომპლექსის ტერიტორიაზე დაგხვდებათ 3 საცურაო აუზი, 2 პარკი, უფასო და უპრობლემო პარკინგი, ასევე კერძო დაცვისა და დასუფთავების სამსახური. ეს ყველაფერი ქმნის იდეალურია როგორც დამოუკიდებლად, ისე ოჯახთან ერთად ცხოვრებისთვის. ბინაში დამატებულია პრაქტიკული ავეჯი და არაერთი სათავსო.
მთავარი დეტალები:
ბინა თავისუფლდება 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
ფასი: 1250 ლარი (რამდენიმე თვის ქირის წინასწარ გადახდის შემთხვევაში, შესაძლებელია ფასზე დამატებით შეთანხმება).
ამ ეტაპზე არ ვთანამშრომლობ სააგენტოებთან და მაკლერებთან. შესაბამისად, გთხოვთ, ნუ დამირეკავთ და ჩემი ნებართვის გარეშე ნუ განათავსებთ განცხადებას სხვა ვებგვერდებზე.
მადლობა!