ქირავდება 3-საძინებლიანი, ნათელი, მყუდრო, წყნარი და ენერგოეფექტური ბინა, გოცირიძის მეტროდან დაახლოებით 5 წუთის სავალზე.
ბინა განსაკუთრებით მოსახერხებელია 3 სტუდენტისთვის, რადგან თითოეულს შეუძლია ჰქონდეს დამოუკიდებელი, დიდი და კომფორტული საძინებელი.
ბინის მთავარი უპირატესობებია: 3 დიდი საძინებელი (პირველი - 20 კვ.მ, 2 დიდი ფანჯრით; მეორე - 18 კვ.მ, აივნით; მესამე - 25 კვ.მ, დიდი სათავსოთი), ნათელი და კარგად განიავებადი სივრცეები, მშვიდი საცხოვრებელი გარემო, ენერგოეფექტურობა, სამზარეულოში შუშაბანდი და გაშლილი ხედები.
ეზოში პარკინგის შესაძლებლობაა.
ლოკაცია ძალიან კომფორტულია ყოველდღიური ცხოვრებისთვის: ახლოსაა მეტრო გოცირიძე, მეტრო დიდუბე და მეტრო ვაგზლის მოედანი (5 წუთის სავალზე).
ასევე, იქვეა სხვადასხვა ბრენდის აფთიაქები, მარკეტები და საავადმყოფო.
კორპუსში ლიფტი არ არის.
პირველი და ბოლო თვის გადახდით.