იყიდება 122 კვ.მ. ფართის მაღალჭერიანი ბინა საბურთალოს ცენტრალურ ნაწილში, შარტავასა და იოსებიძის ქუჩების დამაკავშირებელ მშვიდ და მყუდრო ქუჩაზე. ბინა მდებარეობს მოწესრიგებული, დაკეტილი სადარბაზოს მქონე სახლის მესამე სართულზე. ფუნქციური დაგეგმარება მოიცავს დიდ ჰოლს სათავსოებით, ფართო და ნათელ მისაღებ ოთახს ლოჯით, აღმოსავლეთის მხარეს მდებარე აივანს, რომელიც შიდა ეზოს გადაჰყურებს, იზოლირებულ სამზარეულოს, დიდ სააბაზანოს, დამატებით სათავსოსა და ორ დიდ, ნათელ საძინებელს საერთო აივნით დასავლეთის მხარეს. ბინაში დაგებულია მუხის პარკეტი, გარემონტებულია მხოლოდ სამზარეულო და სააბაზანო, დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობის სისტემა. შესანიშნავი მდებარეობა, კომფორტული დაგეგმარება და ხარისხიანი საფუძველი ახალ მფლობელს აძლევს შესაძლებლობას, სურვილისამებრ მოაწყოს ინტერიერი საკუთარი გემოვნებით. ბინა იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ.