100 მ² ფართობის, ნათელი, კომფორტული და გამჭოლი 4-ოთახიანი ჩეხური პროექტის ბინა ნუცუბიძის V პლატოზე. ბინა გარემონტებულია Ideal-ის უმაღლესი ხარისხის მასალებით: სანტექნიკა და სველი წერტილები — გერმანული ბრენდის, გამათბობელი ქვაბი — იტალიური ბრენდის, კაფელი/მეტლახი და ლამინატი — იტალიურ-ესპანური ბრენდები. ბინაში არის: 3 იზოლირებული საძინებელი; 2 სველი წერტილი; სამზარეულო სრულად აღჭურვილია მაღალ ხარისხის გერმანული ბრენდის ტექნიკით (Bosch, Electrolux, LG), მათ შორის ჭურჭლის სარეცხი მანქანით. ბინა აღჭურვილია ავეჯითა და ტექნიკით და მზად არის საცხოვრებლად. ადგილი გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი და მშვიდი საცხოვრებელი პირობებით. ახლოსაა ავტობუსის გაჩერება, სკოლები, ბაღები, მაღაზიები, ფიტნეს დარბაზი და აფთიაქები.