იყიდება მეტრო დელისიდან ფეხით 7 წუთის სავალზე, პრესტიჟულ უბანში 200 კვ.მ. ბინა, სახლში, რომელიც მხოლოდ ორ ოჯახზეა.
ბინა შედგება: 2 მისაღები ოთახი, 2 საძინებელი, კაბინეტი, სამზარეულო, აბაზანა და სველი წერტილი. ბინას ასევე აქვს 2 დიდი აივანი. ჭერის სიმაღლეა 3 მეტრი. მთლიან ბინაში დაგებულია წაბლის ხის პარკეტი, ასევე წაბლის ხისაა კარ-ფანჯარა. ყველა ოთახი არის ნათელი და გამჭოლი.
ბინას ასევე მოყვება დამატებით 65 კვ.მ. პირველ სართულზე (არა პადვალი) სადაც შედის: 2 ოთახი, სამზარეულო, შიდა აუზი, სველი წერტილი და დამხმარე ოთახები. საერთო ეზოს გარდა, ბინას ასევე მოყვება პირადი ეზო და 28 კვ.მ. ავტოფარეხი. გაითვალისწინეთ, რომ სახლი არის სადარბაზოს სისტემის - შესაბამისად, ყველა სართული არის დამოუკიდებელი და პრივატული.
სახლი განთავსებულია კერძო დასახლებაში, დელისის მე-2 ქუჩაზე, ძალიან მშვიდ და დაცულ უბანში, ასევე, ძალიან ახლოს ყველაფერთან: მოლი, საავადმყოფო, მარკეტები, სალონები, სკოლები, ბაღები, ერთი სიტყვით გარემოში, სადაც ყველაფერი ირგვლივაა კომფორტული ცხოვრებისთის. სახლს გასასვლელი აქვს ორ ქუჩაზე - იოველ ჯებაშვილის ქ. და ი.ჯებაშვილის I გასასვლელი. რეალურ მყიდველთან ფასი განიხილება.