ქირავდება ახალგარემონტებული, არასტანდარტული ერთოთახიანი ბინა თბილისის ცენტრში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, მეორე სართულზე.
ბინა მდებარეობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან 200 მეტრში და მეტროსადგურ „სამედიცინო“-სთან ძალიან ახლოს.
გარემონტების შემდეგ ბინაში არავის უცხოვრია.
ბინა არის თბილი, მზიანი და მყუდრო, აღჭურვილია ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ავეჯითა და ინვენტარით.
გააჩნია ცალკე სამზარეულო და ცალკე მისაღები ოთახი.
აბაზანაში არის აბაზანის კარადა, ხოლო სამზარეულო აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით.
ბინაში არის ინტერნეტი და ტელევიზია (სილქნეტი).
ვაჟა-ფშაველას მხრიდან ბინას აქვს პარკინგი, ასევე შესაძლებელია ეზოში ავტომობილის გაჩერება.
ეზოს შესასვლელში დამონტაჟებულია შლაგბაუმი, რომლის გასახსნელი პულტი გადმოგეცემათ დამატებითი კომფორტისთვის.
ბინა სრულად არის კეთილმოწყობილი.
ბინა ქირავდება მინიმუმ ერთი წლის ვადით და შესაძლებელია მისი გამოყენება როგორც საცხოვრებლად, ასევე საოფისე დანიშნულებით.
ირგვლივ ფეხით სავალ მანძილზეა ყველა საჭირო ობიექტი.
სადარბაზოს შესასვლელი დაცულია რკინის კარებით, რომლის შესაბამისი გასაღებიც გადმოგეცემათ.