🏡 იყიდება 2 მშენებარე სახლი მცხეთაში (ნარეკვავი)
🏡 თბილისიდან 20 წუთის სავალზე მშვიდ და გამწვანებულ ადგილას იყიდება 2 სახლი მშენებარე მდგომარეობაში.
ლოკაცია: ქალაქი მცხეთა, ნარეკვავის დასახლება.
შეძენა შესაძლებელია როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე. მიწები გამიჯნულია და თითოეულს მინიჭებული აქვს ინდივიდუალური საკადასტრო კოდი.
📍 ძირითადი მახასიათებლები:
ერთი სახლის ფართობი შეადგენს 225კვ.მ-ს, რომელიც განთავსებულია 300კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
მეორე სახლის ფართობი შეადგენს 250კვ.მ-ს - განთავსებულია 301კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
კომუნიკაციები: დენი და წყალი შეყვანილია (დარეგისტრირებულია აბონენტად).ცენტრალური კანალიზაცია მიყვანილია ადგილზე (ნაკვეთთან), შესაბამისად, შესაძლებელია პირდაპირ დაერთება.
მდებარეობა: პრესტიჟული და მშვიდი გარემო, ღვინის მუზეუმის გვერდით.სვეტიცხოვლის ტაძრიდან 3-5 წუთის სავალი ავტომანქანით.
✨ უპირატესობები:
ულამაზესი პანორამული ხედები: სახლიდან იშლება ხედი მდინარე არაგვზე, ზედაზენსა და ჯვრის მონასტერზე.სახლებს უკანა მხრიდან ესაზღვრება ტყე, რაც უზრუნველყოფს მუდმივ სიმშვიდეს და სუფთა ჰაერს.
სახლი ბარდება მშენებარე ეტაპზე,შესაბამისად, მყიდველი თავად ასრულებს სამშენებლო სამუშაოებს, რემონტს და დიზაინს.
იდეალურია მათთვის, ვისაც სურს სახლი საკუთარი გემოვნებით მოაწყოს.