იყიდება 3-ოთახიანი ბინა (2 საძინებლით) პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე,
ახალაშენებულ და სრულად შესახლებულ კორპუსში. ბინა მდებარეობს 12-
სართულიანი კორპუსის მე-9 სართულზე.
ლოკაცია საუკეთესოა : უნივერსიტეტის მეტროდან დაახლოებით 3 წუთის
სავალზე. ახლოს მდებარეობს უნივერსიტეტი, სკოლები, მაღაზიები,
აფთიაქები და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. ბინის ხედი
პოლიტკოვსკაიას ქუჩის მხარესაა.
ბინა არის ნათელი, მყუდრო, ძალიან თბილი და ნაწილობრივ
გარემონტებული. ფართობი უკვე გადატიხრულია და დაგეგმარება ძალიან
მოსახერხებელია. დიდი მისაღები სივრცე ვიტრაჟული კარით უკავშირდება
ფართო და მყუდრო აივანს. იზოლირებულ საძინებელს ასევე აქვს აივანზე
გასასვლელი.
ბინაში გაკეთებულია ელექტრო გაყვანილობა. აბაზანა მოპირკეთებულია
ხარისხიანი, თანამედროვე მასალებით. აივანზე დაგებულია ფილები,
საძინებელში ლამინატი. აივანზე ასევე მოწყობილია გათბობის ქვაბის
სპეციალური კარადა.
ბინას მეზობელთან მხოლოდ ერთი საერთო კედელი აქვს, რომელიც
დამუშავებულია ხმის საიზოლაციო მასალით, რაც დამატებით კომფორტსა და
სიმყუდროვეს უზრუნველყოფს.
კორპუსში ლიფტი და სართულების დერეფნები მარაგდება ავტონომიური
დენის წყაროდან.
ბინა იდეალური არჩევანია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ
გასაქირავებლად.