ბინა მდებარეობს აბაშიძეზე კავსაძისა და აბაშიძის ქუჩების კუთხეში, პრესტიჟულ და მოთხოვნად ადგილას. საცხოვრებელი განთავსებულია კეთილმოწყობილ და გამწვანებულ ეზოში (ე.წ. „პეჟოს ეზო“), რომელიც დაცულია ბარიერითა და 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობით, რაც უსაფრთხო და მშვიდ გარემოს უზრუნველყოფს.არ აქვს აივანი.
ბინას აქვს დამატებითი პოტენციალი — შესაძლებელია ფართობის გაზრდა სადარბაზოში არსებული გაუქმებული ბუნკერის სივრცის ხარჯზე. ასევე გააჩნია პირადი სარდაფი, რომელშიც ადრე ბინიდან პირდაპირი ჩასასვლელი იყო. ამჟამად შესასვლელი გაუქმებულია, თუმცა შესაძლებელია მისი აღდგენა, გადაკეთება და ოფიციალურად დარეგისტრირება.
ფანჯრები გადის შიდა ეზოს მხარეს და არა აბაშიძის ქუჩაზე, რაც სიმყუდროვესა და ნაკლებ ხმაურს უზრუნველყოფს. ეზოში ხელმისაწვდომია პარკირების ადგილი.