აგენტებთან არ ვთანამშრომლობ!
ვაქირავებ ნათელ და მყუდრო ბინას ბალანჩივაძის ქუჩაზე. მე-15 სართულზე (სულ 16) ხედით მზიურზე და მთაწმინდაზე. ბინას აქვს არასტანდარტული გეგმარება, ორი ოთახი - საძინებელი და სამზარეულო/მისაღები, ორივე ოთახიდან არის გასასვლელი დიდ აივანზე. შემოსასვლელში არის ტევადი ჩაშენებული კარადები, ასევე აივანზე დამატებითი სათავსო.
ბინაში ტექნიკა და გაყვანილობა არის ყველაფერი ახალი, მაგრამ შემორჩენილია 80-იანების ხის პარკეტი და კარ-ფანჯარა, რაც განსაკუთრებულ ხასიათს აძლევს სივრცეს. სრული ფართობი დაახლოებით 46 კვადრატული მეტრია. არის ორი ლიფტი (სამგზავრო/სატვირთო) და კოდით ჩაკეტილი სადარბაზო.
მეტრო ტექნიკური უნივერსიტეტი არის 12 წუთის სავალზე, მზიურის პარკი 4 წუთი, მაღაზიები 2-3 წუთი.
იდეალურია წყვილისთვის ან ცალკე საცხოვრებლად.
ფასი არის 1300 ლარი თვეში და 1500ლარი დეპოზიტი.
ცხოველის შემთხვევაში დამატებით შეგვიძლია განვიხილოთ
დამატებითი კითხვებისთვის და სურათებისთვის მომწერეთ Whatsapp ან
[email protected], ზარს ვერ ვუპასუხებ.