ქირავდება თანამედროვე, ნათელი და სრულად კეთილმოწყობილი ბინა თბილისში, მინდელის ქუჩაზე.
ბინა განთავსებულია 13-სართულიანი კორპუსის მე-3 სართულზე და მოიცავს სტუდიოს ტიპის მისაღებ ოთახს და ერთ დამოუკიდებელ საძინებელს.
ბინაში არის აივანი, ლიფტი და სრულად არის აღჭურვილი ავეჯით, ტექნიკითა და ყოველდღიური მოხმარების ნივთებით.
აღჭურვილობაში შედის კონდიციონერი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მიკროტალღური ღუმელი, გაზქურა და ღუმელი.
დამატებით ხელმისაწვდომია ჭურჭლის სრული კომპლექტი, ჭიქები, თეფშები, დანა-ჩანგალი, ქვაბები და ტაფები, უთო და საუთოებელი დაფა, მტვერსასრუტი და კიბე.
კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობს სუპერმარკეტი.
მეტრო „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ დაახლოებით 500 მეტრშია.
გარემო არის მშვიდი და კომფორტული.