იყიდება 4-ოთახიანი ბინა მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე (მარჯანიშვილის მეტროდან 300 მეტრში) - საუკეთესო საინვესტიციო ვარიანტი
სააგენტოებს გთხოვთ, ნუ გამომეხმაურებით! ბინა იყიდება უშუალოდ მესაკუთრისგან.
ბინა მდებარეობს თბილისის ისტორიულ ცენტრში, ტურისტულად სულ უფრო აქტიურად განვითარებად უბანში. მეტრო „მარჯანიშვილიდან" სულ რაღაც 300 მეტრშია, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურად კომფორტულ და მყუდრო მდებარეობას - ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა უშუალო სიახლოვეშია.
- 3 საძინებელი
- სამსართულიანი შენობის მე-2 სართული
- გამჭოლი ბინა - ნათელი და ჰაერგამტარი
- მაღალი ჭერი
- კომფორტული და გააზრებული განლაგება
- სადარბაზოდან, იზოლირებული ცალკე შესასვლელი
- შენობის მდგომარეობა იშვიათად კარგია ამ უბნისთვის, შენობა ტუფის არის, არ არის ავარიული და არანაირი პრობლემით.
- შიდა მყუდრო , წყნარი ეზო + ავტომობილის პარკირების ადგილი ეზოში
- შნობას არ აქვს ძეგლის სტატუსი
ბინა ახალი გარემონტებულია და სრულად აღჭურვილია საჭირო ავეჯითა და ტექნიკით.
იდეალურია:
როგორც საცხოვრებლად, ისე კომერციული დანიშნულებით (მდებარეობიდან და ტურისტული ნაკადიდან გამომდინარე).
ფასი 175 000$
☎️ დეტალებისთვის დამიკავშირდით:
577 177 176 (WhatsApp)