ქირავდება სრულად მოწყობილი საოფისე ფართი ვაკეში
📍 ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი №1
ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალურ და ადვილად მისადგომ ლოკაციაზე.
📍 შესვლა შესაძლებელია როგორც ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან, ასევე სიმონ ჩიქოვანის ქუჩიდან.
🚶 ჭავჭავაძის გამზირი დაახლოებით 10 წუთის სავალზეა ფეხით.
☕ 5 წუთის სავალზეა Café Paul, Octopus Vake, ჩოგბურთის კორტები, მზიურის პარკი.
🏢 მეორე სართული (0 + 1), აქვს სადარბაზოდან და დიდი საერთო ტერასის მხრიდან შესასვლელი.
ფართის დაგეგმარება მოიცავს:
• დიდ, იზოლირებულ კაბინეტს საკუთარი სველი წერტილით, აბაზანითა და აივნით;
• ღია სამუშაო სივრცეს ინდივიდუალური სამუშაო ადგილებით;
• შუშის ტიხრით გამოყოფილ ცალკე სამუშაო ოთახს;
• შუშის გასაწევი კარებით გამოყოფილ საკონფერენციო ოთახს;
• მოსასვენებელ/მისაღებ სივრცეს დივნითა და მაგიდით;
• მინი სამზარეულოს;
• დამატებით სველ წერტილს;
• წვდომას ძალიან დიდ საერთო ტერასაზე, რომელიც მშვიდი და ნაკლებად დატვირთული სივრცეა.
🏢 ოფისის პირობები
ოფისი მზად არის დაუყოვნებლივ სამუშაოდ. დამონტაჟებულია კონდიციონერები, იატაკქვეშა გათბობა, Wi-Fi.
🚗 კორპუსს აქვს დიდი, დაცული ეზო შლაგბაუმით და თავისუფალი პარკირების შესაძლებლობით.
ფართი უნივერსალური დაგეგმარებისაა და შესაფერისია სხვადასხვა ტიპის კომპანიისთვის.
💰 ქირავნობის პირობები
ქირის ფასი: $1800 / თვე
📅 მინიმალური ქირავნობის ვადა — 1 წელი.
ხელშეკრულების გაფორმებისას წინასწარ იფარება 2 თვის ქირა, საიდანაც ერთი თვის თანხა ითვლება ქირავნობის ბოლო თვის გადასახადად.