ქირავდება 57კვ.მ ბინა ვაკეში, ილია ჭავჭავაძის I შესახვევი #15 (ყოფილის ნ.ყიფშიძის 22), ახალ აშენებულ კორპუსში - დემაქს ვაკე. ილია ჭავჭავაძის გამზირიდან 5 წუთის სავალზე ფეხით, თურქეთის საელჩოს უკან. აქვს 2 მისასვლელი, როგორც ყიფშიძის ქუჩიდან, ასევე ავალიშვილის ქუჩის მხრიდან (მზიურის კორტებთან). კორპუსთან ახლოს არის აგროჰაბი, კარფური, სუპერმარკეტები და აფთიაქები. კორპუსს ემსახურება 24/7 კონსიერჟი. კორპუსის წინ არის დიდი ახლადრებილიტირებული სკვერი და საბავშვო სტადიონი. ბინა არის ახალი გარემონტებული, ბინაში დაგხვდებათ ყველანაირი ჩაშენებული ტექნიკა - ღუმელი, ქურა, მიკროტალღური ღუმელი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ტანსაცმლის სარეცხი მანქანა, კონდენციონერი. აღჭურვილია ყველანაირი საყოფაცხოვრებო ნივთებით.
ბინა გათავისუფლდება 9 აგვისტოდან.
ფასი 1500$