ქირავდება თანამედროვე, ნათელი და მყუდრო 3-ოთახიანი ბინა ავეჯითა და ტექნიკით თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ, მშვიდ და გამწვანებულ უბანში.
ბინა მდებარეობს გიორგი დანელიას ქუჩაზე (Green Hill-ის მოპირდაპირედ) და არის იდეალური საცხოვრებელი მათთვის, ვინც აფასებს კომფორტს, სივრცეს, ეკოლოგიას და იმავდროულად ცენტრალურ ლოკაციას. რამდენიმე წუთის სავალზეა სუპერმარკეტები, აფთიაქები, სკოლები, საბავშვო ბაღები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები. ახლომდებარე პარკები, ნაფეტვრების მიმართულებით არსებული სასეირნო და სარბენი ბილიკები, ასევე მწვანე სივრცეები განსაკუთრებულ გარემოს ქმნის მათთვის, ვისაც ბუნებასთან სიახლოვე და აქტიური ცხოვრების წესი უყვარს.
ორი თვის წინასწარი გადახდით