ქირავდება ახალაშენებულ კორპუსში, აკაკი შანიძის აღმართი 5/7-ში, მესამე სართულზე მდებარე მაღალი სტანდარტებით გარემონტებული, ნათელი და კომფორტული 2-საძინებლიანი ბინა.
ბინაში ახლახან დასრულდა უმაღლესი ხარისხის რემონტი. გამოყენებულია პრემიუმ კლასის მასალები, ავეჯი, ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები. ბინა სრულიად ახალია და ჯერ არავის უცხოვრია.
მდებარეობა ერთ-ერთი საუკეთესოა ქალაქში — ქალაქის ცენტრიდან მხოლოდ 15 წუთის სავალზე, ხოლო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტამდე ფეხით სულ 2 წუთში მიხვალთ. ახლოსაა მაღაზიები, აფთიაქები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა.
იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს ახალ, ხარისხიან და კომფორტულ საცხოვრებელს საუკეთესო ლოკაციაზე.