იყიდება ახალი რემონტით მოწყობილი კერძო სახლი ივერთუბანში, ხუდადოვის ქუჩიდან მხოლოდ 200 მეტრში და ჯინო ფერედაის აკვაპარკიდან 5 წუთის სავალზე.
სახლის საცხოვრებელი ფართობია 70 კვ.მ, ხოლო ეზოს ფართობი — 240 კვ.მ.
სახლი სრულად აღჭურვილია ახალი ავეჯითა და თანამედროვე ტექნიკით, რომელიც სრულად რჩება ახალ მფლობელს. ეზოში მოწყობილია საცურაო აუზი, კეთილმოწყობილი საზაფხულო დასასვენებელი სივრცე და დაგებულია მარადმწვანე კოინდარი ავტომატიზებული სარწყავი სისტემით.
როგორც შიდა, ისე გარე სივრცის ავეჯი და ტექნიკა შედის გაყიდვის ფასში. სახლში შეყვანილია ყველა საჭირო კომუნიკაცია და მზადაა დაუყოვნებლივი საცხოვრებლად.