ქირავდება 5 ოთახიანი კერძო სახლი მცხეთის მუნიციპალიტეტში

ქირავდება 5 ოთახიანი კერძო სახლი მცხეთის მუნიციპალიტეტში

83ID: 25496307
საგურამო
7,097
მაღალი ფასი
260 მ²
ფართი
5
ოთახი
3
საძინებელი
1
სართული

მოკლე აღწერა

ქირავდება ელეგანტური, თანამედროვე დიზაინის მიხედვით აშენებული და კეთილმოწყობილი ვილა - 5 ოთახიანი (პლუს სათავსო და ტექნიკური ოთახი) 750 კვადრატულ მიწაზე - მორწყვის ავტომატური სისტემის მქონე მწვანე მოლით 🏡 ტექნიკურად სრულად გამართული აუზით 🏊‍♀️ ბუხრით 🪵 ორი აბაზანით, ძვირადღირებული ავეჯით (KARE) 🛋️
სრული ტექნიკით 🎛️ და პანორამული ხედით კავკასიონზე 🌄 სახლის წინ მდინარის ხეობა 🏞️ და თბილისის ეროვნული პარკია 🌲🌴 ხოლო სახლის უკან, მაღალი მთა და ტყე ⛰️🌳 ტემპერატურა ზაფხულში თბილისთან შედარებით 7-8 გრადუსით ნაკლებია . მოგვწერე - 598 33 77 47 💬 WhatsApp

ქონება მდებარეობს უშუალოდ ცენტრალური, მოასფალტებული გზის პირას. ხოლო სახლი, ნაკვეთის სიღრმეში. ასე რომ, არ მოგიწევთ, არსად გადახვევა და არ გიწევთ ქვაღორღიანი გზით სახლამდე მისვლა, როგორც ეს საგურამოს სახლების უმრავლესობაში გვხვდება. ინფრასქტრუქტურა კარგად განვითარებული და გამართულია. სახლი მდებარეობს არაჩვეულებრივ ლანდშაფტში, თბილისის ეროვნული პარკის ზუსტად წინ.
საცხოვრებელი ფართია 160 კვადრატული მეტრი, ხოლო ეზო 750 კვადრატული მეტრი. სახლი უზრუნველყოფილია კომფორტული ცხოვრებისათვის საჭირო ყველა ნივთით და სისტემით. სამზარეულო აღჭურვილია ყველაფრით: ტევადი, დიდი ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩათვლით.
აქვს სამი საძინებელი, მათ შორის ერთი საკუთარი აბაზანითა და სველი წერტილით.
საცხოვრებელი სივრცე დიდი და ფართო ვიტრაჟებითა და კეთილმოწყობილი ლაუნჯით, ორგანულად ერწყმის გარე სივრცეს და გოლდენ ლეილენდ რაიდერებით ლამაზად გამწვანებულ ეზოს, სადაც ისარგებლებთ აუზით.
გარე სივრცის ზომა და დაგეგმარება იძლევა სტუმართა მნიშვნელოვანი რაოდენობის მიღების შესაძლებლობას. ეზო გარშემორტყმულია კაპიტალურად ნაშენები და დეკორატიულად გაფორმებული ღობით. ჭიშკარი მუშაობს ავტომატურ სისტემაზე პულტის მეშვეობით. მწვანე გაზონები და მცენარეები ირწყვება ავტომატური მორწყვის სისტემით. ეზო სრულად და კარგად არის განათებული.
განათების სისტემა მუშაობს ავტომატურად (პროჟექტორები შებინდებისთანავე ირთვება). სახლი უზრუნელყოფილია გათბობის იტალიური სისტემით, აბაზანისა და სამზარეულოს ძვირადღირებული ტექნიკით (BOSCH, SAMSUNG, PHILIPS) და სასადილოსა და ეზოს ძვირფასი ავეჯით (KARE). სახლი უზრუნველყოფილია ინტერნეტით.
ცივი და ცხელი წყალი არის მუდმივად, რადგან სახლს გააჩნია წყლის მიწოდების საკუთარი, ავტონომიური სისტემა.
სახლს აქვს პარკინგი სამი ავტომობილისთვის. სახლში დარჩება დიდი და მცირე ზომის ორი ბალახის საკრეჭი გაზონის მოსავლელად.
მათთვის, ვისაც სურს სრული კომფორტი, ქალაქის დამღლელი რუტინისაგან გათავისუფლება და ამავდროულად თბილისთან ახლო და სწრაფ სატრანსპორტო კომუნიკაციაში ყოფნა, ეს სახლი ნამდვილად იდეალურია.
(!) ქირავდება მხოლოდ და მხოლოდ გრძელვადიანი კონტრაქტის პირობებში (მინიმუმ 1 წლით).
ფასი 2700$

დამატებითი პარამეტრები

სტატუსი
ახალი აშენებული
მდგომარეობა
ახალი გარემონტებული
პროექტის ტიპი
ვილა
სვ.წერტილები
2
გათბობა
ცენტრალური გათბობა
პარკირება
პარკინგის ადგილი
ცხელი წყალი
ცენტრალური გათბობა
სათავსო
საკუჭნაო
კანალიზაცია
კი
ბუნებრივი აირი
კი
წყალი
კი
ბუხარი
კი
ტელევიზია
კი
ინტერნეტი
კი
ელექტროენერგია
კი
სამზარეულო + ტექნიკა
კი
ეზოს განათება
კი
შემოღობილი
კი
ჭიშკარი
კი
მისაღები
კი
ღია აუზი
კი

ავეჯი

ავეჯი
მაცივარი
სარეცხი მანქანა
საწოლი
დივანი
მაგიდა
სკამები
ქურა (გაზის/ელექტრო)
ღუმელი
ჭურჭლის სარეცხი მანქანა
კონდინციონერი
fati
აგენტი

თუ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არასწორია, გაასაჩივრე

ღირებულების შკალა

შკალაზე ღირებულება განისაზღვრება საიტზე მსგავსი პარამეტრების მქონე უძრავი ქონების ფასის მიხედვით

7,097 ₾

დაბალი ფასი

საშუალოზე იაფი

საშუალო ფასი

საშუალოზე მაღალი

მაღალი ფასი