იყიდება კვების ობიექტი კომერციული ფართი ვერაზე

იყიდება კვების ობიექტი კომერციული ფართი ვერაზე

346ID: 25478419
ნიკოლაძე ი. ქ 7
445,570
1 მ² - 5570
დაბალი ფასი
80 მ²
ფართი
2
ოთახი
2
საძინებელი
1 / 4
სართული

მოკლე აღწერა

ვერაზე, აგურის 4-სართულიან, სტალინური პროექტისა მქონე შენობაში მდებარე კომერციული ფართი 80 კვ.მ-ს მოიცავს. ობიექტი ქუჩის პირას, სარესტორნე ზონაშია განთავსებული და ორი შესასვლელი აქვს: ერთი ქუჩიდან ვიტრაჟიანი კარით, ხოლო მეორე სადარბაზოდან. ფასადის მხრიდან ფართს აქვს დიდი ვიტრაჟი და შუშის კარი, რომლებიც მოძრავი გისოსით არის დაცული.

შენობა გამოირჩევა ისტორიული, მაღალჭერიანი სადარბაზოთი და ძველი ორნამენტებიანი კარით. შიდა სივრცე შედგება 30 კვ.მ მისაღები ოთახისგან, დამხმარე 13 კვ.მ ოთახისგან, იზოლირებული 15 კვ.მ სამზარეულოსა და სველი წერტილისგან. ფართი გამჭოლია და უკანა მხარეს გადის შიდა ეზოში, სადაც მანქანის გასაჩერებელი ადგილია.

შიდა ტიხრები მსუბუქი კონსტრუქციითაა შესრულებული, რაც საჭიროების შემთხვევაში გადაგეგმარების შესაძლებლობას იძლევა. იატაკი ხისაა. ობიექტს აქვს დიდი გამწოვი სისტემა, მაღალი ჭერი და ხმის იზოლაცია. ეზოს მხრიდან ფართს დამატებით 20 კვ.მ ემატება, რისთვისაც არსებობს დამტკიცებული პროექტი. ამ დამატებით სივრცეში შესაძლებელია შუშაბანდის, დახურული ლოჯიის, ღია ვერანდის ან საზაფხულო ზონის მოწყობა.

ობიექტი მდებარეობს 1939 წელს აგურით ნაშენ ისტორიული სამსართულიანი სახლის პირველ სართულზე. შენობა სეისმურად სტაბილურია და შემოწმებული. ლოკაცია განსაკუთრებით კომფორტულია ობიექტიდან 3 წუთის სავალზეა მეტრო, ახლოს მდებარეობს ფილარმონია, კოსტავას გამზირი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და ხალხმრავალი კვების ობიექტები.

დამატებითი პარამეტრები

სტატუსი
კვების ობიექტი
მდგომარეობა
ახალი გარემონტებული
პროექტის ტიპი
არასტანდარტული
სვ.წერტილები
1
მარიკა
აგენტი
ყველა განცხადება (13)
მარიკა
აგენტი

თუ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არასწორია, გაასაჩივრე

ღირებულების შკალა

შკალაზე ღირებულება განისაზღვრება საიტზე მსგავსი პარამეტრების მქონე უძრავი ქონების ფასის მიხედვით

445,570 ₾

დაბალი ფასი

საშუალოზე იაფი

საშუალო ფასი

საშუალოზე მაღალი

მაღალი ფასი