იყიდება ჩეხური პროექტის, 101 კვ.მ გამჭოლი, ოთხოთახიანი ბინა, ორივე მხარეს კარგი ხედებით, დიდი დიღმის მესამე მიკროში, ცხრასართულიანი კორპუსის მერვე სართულზე. ბინაში არის ლოჯთან გაერთიანებული დიდი ზალა აივნით, სამი ნათელი საძინებელი (ერთი საძინებელი აივნით), დიდი სამზარეულო სათავსოთი, მისაღები( გამანაწილებელი სივრცე) და სველი წერტილი. ბინაში არის ცენტრალური გათბობა და კონდიციონერი. რჩება ჩაშენებული კარადები ( შემოსასვლელის, სამზარეულოს და საძინებლის), ტექნიკა და ავეჯი სრულად ( გარდა წიგნების თაროებისა და პიანინოსი). შესაძლებელია პირდაპირ გადმოსვლა და ცხოვრების დაწყება. ბინას ორივე მხარეს აქვს დიდი ეზო, და მანქანის გაჩერების პრობლემა არ არის.