ქირავდება კერძო სახლში ოთახები ბათუმთან ახლოს - სოფელ თხილნარში
გაითვალისწინეთ - ქირავდება მხოლოდ საძინებლები დამსვენებლებისთვის
ბათუმიდან მხოლოდ 15 კილომეტრში, მშვიდ და გამწვანებულ გარემოში, ქირავდება კერძო სახლში 2 საძინებელი, რომელიც იდეალურია 4 სტუმრისთვის (საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით ოთახში განთავსებაც).
სტუმრებს დახვდებათ:
* 2 კომფორტული საძინებელი;
* სუფთა თეთრეული და პირსახოცები;
* ვენტილატორი;
* ფენი;
* სრულად აღჭურვილი, მხოლოდ სტუმრებისთვის განკუთვნილი აბაზანა.
* WI-FI
* პარკინგი
თქვენს განკარგულებაშია ასევე მისაღები ოთახი და სრულად აღჭურვილი სამზარეულო, რომლის გამოყენებაც თავისუფლად შეგიძლიათ.
სახლს აქვს ლამაზი, გამწვანებული ეზო და მყუდრო ფანჩატური, სადაც შეგიძლიათ მოაწყოთ სასიამოვნო საღამოები, შეწვათ მწვადი და ისადილოთ ბუნების გარემოცვაში.
გონიოს სანაპირო სახლიდან მანქანით დაახლოებით 15 წუთის სავალზე მდებარეობს. სოფელში ასევე მიედინება მდინარე, სადაც ზაფხულის ცხელ დღეებში სასიამოვნოდ გაგრილდებით. მდინარის ნაპირთან განლაგებულია 15-მდე რესტორანი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ქართული და აჭარული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები.
თუ საკუთარი ავტომობილი არ გყავთ, გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენს — სოფელში მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასევე ახლოს მდებარეობს სასურსათო მაღაზიები, რაც თქვენს დასვენებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.
თუ ეძებთ მშვიდ, სუფთა და მყუდრო ადგილს ბათუმთან ახლოს, ეს შეთავაზება სწორედ თქვენთვისაა. დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციისა და დაჯავშნისთვის. 557660389 მაია