იყიდება კერძო სახლი ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას საბურთალოზე, ლისი ვერანდასთან ახლოს
სახლს აქვს 360 გრადუსით საუკეთესო ხედი მთელ თბილისზე
სახლი არის 3 სართულიანი და აქვს დამატებით სარდაფი 110 კვმ ( ჯამში 4 სართული)
სახლის სამივე სართული (სარდაფის გარეშე) გარე პერიმეტრით არის 360 კვმ, ხოლო საცხოვრებელი და საზაფხულო ფართები შიდა პერიმეტრით ჯამში არის 270 კვმ
1.სახლის პირველ სართულზე განთავსებულია დიდი მისაღები ოთახი და სამზარეულო
2.მეორე სართულზე 4 საძინებელი
3.მესამეზე გასართობი ოთახი, 1 საძინებელი და ვერანდა, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები მთელს თბილისზე
მისასვლელი აქვს როგორც ნუცუბიძიდან, ასევე ონკოლოგიურის, ლისის ტბის მხრიდან
სახლი აშენებულია მეტეხის კერამიკის თბოეფექტური აგურის ბლოკით
ამ ეტაპზე მშენებლობა დასრულებულია, ჩასმულია მაღალი ხარისხის ალუმინის ვიტრაჟები და დასრულებულია გარე ფასადის მოპირკეთება
შიგნიდან სახლში დაქსელილია ელექტროობა და გალესილია გიპერით
აშენებულია 9 მეტრი სიმაღლის გამყოფი ჯებირი ქვედა მეზობელთან
დარჩენილია მიწით ეზოს მოსასწორებელი სამუშაო სახლის პირველი სართულის დონემდე
📞დეტალებზე დამიკავშირდით ნომერზე ან Viber/WhatsApp