ქირავდება კომერციული ფართი გლდანში – 200 მ²
📍 მისამართი: ქ. თბილისი, გლდანი, ქერჩის ქუჩა N67
ქირავდება 200 მ² კომერციული ფართი 2-სართულიანი შენობის მეორე სართულზე. შენობა მდებარეობს გზის პირველ ხაზზე, რაც უზრუნველყოფს მარტივ მისადგომსა და კარგ ხილვადობას.
პირველ სართულზე ფუნქციონირებს უნივერსამი და PSP აფთიაქი, რაც დამატებით კომერციულ აქტივობას ქმნის.
ფართის მახასიათებლები:
📐 საერთო ფართი – 200 მ²
🏢 დახურული სივრცე – 75 მ²
🌿 ფართო ვერანდა – 125 მ²
🚪 დამოუკიდებელი შესასვლელი უკანა მხრიდან, კიბით
🚗 საპარკინგე სივრცეები როგორც შენობის წინა, ისე უკანა მხარეს
ფართის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რომ მიმდებარედ არ არის საცხოვრებელი კორპუსები, ამიტომ შესაძლებელია ხმაურიანი ღონისძიებებისა და სხვადასხვა აქტივობის ჩატარება მეზობლების შეწუხების გარეშე.
იდეალურია:
🎉 დაბადების დღეებისა და სხვადასხვა ღონისძიებებისთვის
🥳 წვეულებებისა და გასართობი სივრცისთვის
🍽️ კაფე/ლაუნჯისთვის
💼 ოფისის, სტუდიის ან სხვა კომერციული საქმიანობისთვის
💰 საწყისი ქირის ფასი: $1600