იყიდება სტუდიო „კონსოლი რაიზის“ მშენებარე პროექტში .
ეს დეველოპერული კომპანია „კონსოლის“ რიგით მე-12 პროექტია, რაც ბაზარზე გამოცდილებას, საიმედოობასა და მშენებლობის უმაღლეს სტანდარტს უსვამს ხაზს.
ბინის სივრცე ისეა დაპროექტებული, რომ ყოველი კვ.მ მაქსიმალურად არის ათვისებული:
• საერთო ფართი - 32.45 კვ.მ.
• სტუდიო (მისაღები და სამზარეულო ზონა) - 21.80 კვ.მ.
• აბაზანა - 4.40 კვ.მ.
• საზაფხულო ფართი (აივანი) – 5.80 კვ.მ.
დღევანდელ უძრავი ქონების ბაზარზე, როდესაც ინდუსტრიის თამასა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, „კონსოლი რაიზი“ მომხმარებელს სთავაზობს ხარისხს, რომელიც აკმაყოფილებს წამყვანი დეველოპერული ბრენდების სტანდარტებს:
• ენერგოეფექტურობა და თბოიზოლაცია: უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური საშენი მასალები, რაც განაპირობებს კომუნალური ხარჯების მინიმუმამდე შემცირებას.
• პრემიუმ ექსტერიერი: დახვეწილი ფასადი და მაღალხარისხიანი კარ-ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს იდეალურ ხმის იზოლაციასა და ესთეტიკას.
• ჯანსაღი გარემო: გამწვანება, შემოსაზღვრული ტერიტორია, უსაფრთხოების მონიტორინგი.
საინვესტიციო პოტენციალი:
ფინანსური ინსტიტუტების უახლესი კვლევების თანახმად, თბილისში, სწორად დაგეგმარებულ სტუდიოს ტიპის ბინებზე მოთხოვნა კვლავ მზარდია. მსგავსი ტიპის უძრავი ქონება გამოირჩევა იჯარის მაღალი ამონაგებითა (Renდა საუკეთესო ლიკვიდურობით. შესაბამისად, აღნიშნული ბინის შეძენა იდეალური გადაწყვეტილებაა როგორც კომფორტული ცხოვრებისთვის, ასევე სტაბილური, პასიური შემოსავლის დასაგენერირებლად.