ბინა მდებარეობს ლისზე, მშვიდ და მყუდრო ქუჩაზე აბულაძეზე. სახლი უკვე დასრულებულია, სადარბაზო მოპირკეთებულია და დამონტაჟებულია თანამედროვე ლიფტი.
ბინა არის სტუდიოს ტიპის, საერთო ფართით 63 კვ.მ, რომელიც მოიცავს:
დიდ ოთახს ინტეგრირებულ სამზარეულოსთან,
1 საძინებელს,
1 სველ წერტილს.
როგორც საძინებელი, ასევე მისაღები გადის აივანზე, საიდანაც იშლება მშვენიერი ხედები ქალაქზე.
ბინა იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ.
დამატებითი უპირატესობა:
ბინას ესაზღვრება ანალოგიური ფართის ბინა, რომელიც ასევე იყიდება. შესაბამისად, არსებობს უნიკალური შესაძლებლობა გააერთიანოთ ისინი და მიიღოთ უფრო დიდი, თქვენი სურვილებისა და საჭიროებების მიხედვით შექმნილი სივრცე.