ქირავდება 3 ოთახიანი ახალგარემონტებული ბინა საბურთალოზე, ანა პოლიტკოვსკაიას 3, შენი სახლი ჯიქიას კომპლექსში, 28-ე კორპუსში.
ბინა მდებარეობს კომპლექსის ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციაზე, მეტროდან მხოლოდ 2 წუთის სავალზე. არის მზიანი მხარე, ყველა ფანჯარა უყურებს გამწვანებულ სკვერს, რაც ქმნის მშვიდ და სასიამოვნო გარემოს.
ბინა აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე ტექნიკითა და ავეჯით, მათ შორის ჭურჭლის სარეცხი მანქანით. ინტერიერი არის თანამედროვე, ნათელი და კომფორტული, მზად არის დაუყოვნებლივი საცხოვრებლად.
კომპლექსში დაგხვდებათ ყველაფერი, რაც ყოველდღიური ცხოვრებისთვის არის საჭირო: სუპერმარკეტები, კაფეები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრი, სამუშაო სივრცეები, სილამაზის სალონები, აფთიაქები და სხვა კომერციული ობიექტები.
ტერიტორია არის დაცული, გამწვანებული და კეთილმოწყობილი. კომპლექსს აქვს რამდენიმე სკვერი, 2 საბავშვო მოედანი, 24-საათიანი დაცვა და მომსახურების სერვისი, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს.
ასევე შესაძლებელია მიწისქვეშა პარკინგის გაქირავება. ბინისა და პარკინგის საერთო ღირებულება შეადგენს 1000$-ს