იყიდება ბინა მუხიანში, მე4ბ მიკრო რაიონში, წყნარ და მშვიდ ადგილას, პრომეთესა და 181 საჯარო სკოლების სიახლოვეს, ულამაზესი ხედებით.
ბინა არის ჩეხური პროექტის 3-ოთახიანი (2 საძინებლით), კუთხის, ძველი რემონტით, აქვს როგორც მზიანი, ასევე შედარებით გრილი მხარე. ამჟამად ლოჯი მოწყობილია მე-3 საძინებლად.
ბინა მდებარეობს ბოლო (მე-9) სართულზე და აქვს სახლის ფართისხელა სხვენი, და კუთვნილი სივრცე საშრობში (ე.წ. “სუშილკაში”).
სახლს აქვს: ორი აივანი, იზოლირებული სამზარეულო, ცენტრალური გათბობა, ორი კონდიციონერი, ორი აივანი, ორი გარემონტებული სველი წერტილი, სამრეცხაო ოთახი, რკინის შემოსასვლელი კარი, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა. სახლში რჩება მხოლოდ ჩაშენებული ავეჯი.
კორპუსი არის მყარი და დაზიანების გარეშე, ლიფტი მუშაობს.
ვარ მეპატრონე, და აშენების დღიდან ვცხოვრობთ აქ. კორპუსის სიახლოვეს არის რეკრეაციული ზონა და ქსელური მაღაზიები.
ფასზე მოლაპარაკება შესაძლებელია.