იყიდება ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ძალიან პრესტიჟულ ადგილას, მირიან მეფის ცენტრალურ ქუჩასთან ახლოს (საკონდიტრო მარონის უკან) 3 სართულიანი კერძო სახლი, ჯამში 530 კვ.მ, რომელიც აშენებულია 1252 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (31*41). სახლი არის 2004-2005 წლებში აშენებული, არის ძველი რემონტით, სუფთა მდგომარეობაში. პირველი სართული არის კაპიტალური ნახევარ სარდაფი, სადაც განთავსებულია სათავსოები და საქვაბე ოთახი (სარდაფი არის სრულად გარემონტებული). საცხოვრებელ პირველ სართულზე განთავსებულია დიდი მისაღები, იზოლირებული სასტუმრო ოთახი ბუხრით, იზოლირებული სამზარეულო, საკუჭნაო ოთახი, კაბინეტი და სველი წერტილი. საცხოვრებელ მეორე სართულზე განთავსებულია 4 იზოლირებული საძინებელი, 1 სველი წერტილი და დამატებით ერთი მასტერ ბედრუმი. აგრეთვე ამ სართულსაც აქვს მისაღები ოთახის სივრცე. სახლს აქვს სხვენიც. აქვს 2 აივანი, საცხოვრებელ პირველ სართულზე (22 კვ.მ) ხოლო მეორე სართულზე 5 კვ.მ. სახლს აქვს კაპიტალური ღობე, ჭიშკარი და დამოუკიდებელი ავტოფარეხი ფართობით 35 კვ. მ.