ბათუმში ქირავდება (დღიურად და გრძელვადიანად) ორი ერთსაძინებლიანი High Clas-ის ბინა 26 მაისის ქუჩა 13-ში, 26 მაისის ქუჩისა და კლდიაშვილის ქუჩის კვეთის კუთხეში, ბინების აივნები კლდიაშვილის ქუჩას გადაჰყურებს. სახლის მშენებლობა დასრულდა 2025 წელს. ორივე ბინას აქვს ევროპული ხარისხის ახალი რემონტი, 24-საათიანი ცხელი წყალი, ცენტრალური გათბობა, კონდიციონერი საძინებელში და ზალაში, 200x180 ზომის საწოლი ორივე ბინის საძინებელში, საკაბელო ტელევიზია და მაღალსიჩქარიანი Wi-Fi. თითოეულ ბინას აქვს მიკროტალღური ღუმელი, ელექტრო ჩაიდანი, ელექტრო ყავის მოსადუღებელი, ელექტრო ჩაიდანი და ბლენდერი - ყველა ახალი. სამზარეულო აღჭურვილია ჭურჭლით და ყველა დანა-ჩანგლით. მაცივრები ახალია SAMSUNG-ის მარკის. აბაზანაში არის ელექტრო ფენი. თეთრეული და პირსახოცები ახალია. დღიური ქირის ფასი 80 აშშ დოლარია დღეში, ეკვივალენტი ლარში გაცვლითი კურსით (მინიმალური დღიური ქირაობის პერიოდი მინიმუმ 7 დღეა). ყოველთვიური ქირა 800 აშშ დოლარია თვეში, ეკვივალენტი ლარში გაცვლითი კურსით.