ქირავდება საოფისე კომერციული ფართი საბურთალოზე, გაგარინის მოედანზე, ონიაშვილის ქუჩაზე, ახალ აშენებულ კორპუსში 7/15 სართულზე, ახალი მაღალი ხარისხის რემონტით, ცენტრალური გათბობით, ვენტილაციით და კონდიცირებით, ფართი არის სრულიად კეთილმოწყობილი, ფანჯრის ჟალუზები და სამზარეულოს ინვენტარი შეირჩევა მოიჯარესთან ერთად გემოვნების მიხედვით
ობიექტის საერთო ფართობია 270 კვ.მ, სადაც განთავსებულია
7 დამოუკიდებელი ოთახი ვიტრაჯებით და აივანზე გასასვლელი კარებებით,
4 ინდივიდუალური სველი წერტილი,
1 დიდი ჰოლი.
კომერციული ფართი იდეალურია ესთეტიკის ცენტრისთვის, სტომატოლოგიური კლინიკისთვის, ოფისისთვის ან სხვა ნებისმიერი კომერციული დანიშნულებისთვის.
მდებარეობს საბურთალოს ერთ ერთ პრესტიჟულ და ადვილად მისადგომ ლოკაციაზე, ახლოს არის 24 საათიანი მარკეტები, კაფეები, რესტორნები, სასტუმროები და სხვა მრავალი ინფრასტრუქტურა.
კორპუსის კარი ჩიპირებულია, სადარბაზო დაცულია სათვალთვალო კამერებით.
აღნიშნულ ფასში მოიაზრება ავტოფარეხი 2 ავტომობილზე, ფასში არ არის შესული დღგ გადასახადი, რომელსაც მოიჯარე უკან ჩაითვლის.
დანარჩენ დეტალებზე დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ მითითებულ ნომერზე, ასევე ვოტსაპზე ან ვაიბერზე.