„თეთრი კვადრატი ჯიქიაზე“ თბილისში, საბურთალოს ცენტრში, პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას) ქუჩაზე, დასრულდა.
პროექტს აქვს ხელსაყრელი მდებარეობა, იგი განსაკუთრებით საინტერესოა აქტიური ცხოვრების მოყვარულებისთვის.
ასევე მათთვის ვინც ფიქრობს ბინის საინვესტიციოდ თუ გასაქირავებლად შეძენას.
ბინები სხვადასხვა საჭიროებებზეა მორგებული: ახალი ოჯახებისთვის, გასაქირავებლად, საინვესტიციოდ,
სტუდენტებისთვის თუ დიდი ოჯახებისთვის. მოეწყობა როგორც ღია, საერთო სარგებლობის, ასევე დახურული ავტოსადგომები სახლის ქვეშ.სახლი იქნება ენერგოეფექტური, ადაპტირებული და აღჭურვილი სახანძრო სისტემებით.
სახლი აღიჭურვება გენერატორით, რომელიც უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების, ლიფტების, პარკინგის, კორიდორების, საზოგადოებრივი სივრცის და შიდა ეზოს საევაკუაციო და ავარიულ განათებას.