არ ვთანამშრომლობ სააგენტოებთან.
ქირავდება ბინა ბორის პაიჭაძის ქუჩაზე, ახალ აშენებულ კორპუსში. არის ახალი გარემონტებული, მშვიდ უბანში სკვერის მოპირდაპირედ. მეტროდან არის სულ რაღაც 800 მეტრით დაშორებული. ბინა არის 133 კვადრატული მეტრი. ორი საძინებელი, ორი სათავსო და სამი სველი წერტილი. გაყვანილია გაზი, არის ცენტრალური გათბობა და ყველა საჭირო საცხოვრებელი ინვენტარი. ნაჩვენები ფოტოების გადაღების შემდეგ დამატებულია სარკეები, ცენტრალური გათბობის სათავსო კარადა და შეცვლილია მისაღებში ჭაღი უფრო ნათელი სივრცისთვის.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დამიკავშირდით ნომერზე 593101720, თუ მობილურზე ვერ დამიკავშირდით დარეკეთ Whatsapp ის იგივე ნომერზე.