ქირავდება 60 მ² ბინა ზღვისუბნის III მიკრორაიონის III კვარტალში. ეს მყუდრო და ნათელი ბინა მდებარეობს ძველ აშენებულ კორპუსში, მშვიდ და გამწვანებულ უბანში. ბინა არის 4-ოთახიანი, სასტუმრო, ორი საძინებლით, იზოლირებული სამზარეულოთი და ერთი სველი წერტილით. აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით (მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა). აქვს ცენტრალური გათბობა. სასტუმროდან იშლება სასიამოვნო ხედი. მდებარეობა გამოირჩევა განვითარებული ინფრასტრუქტურით: ახლოსაა სკოლები, ბაღები, სუპერმარკეტები, აფთიაქები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ ცხოვრებას.
ბინას აქვს შესანიშნავი ლოკაცია: ავტობუსის გაჩერება 50 მეტრშია, თემქის პარკი - 350 მეტრშია, 800 მეტრშია ნაძალადევის სპორტული კომპლექსი ბასეინით); 200 მეტრშია 159-ე და 33-ე სკოლა, და საბავშვო ბაღები. 100-300 მეტრის რადიუსშია მაღაზიები: ორი ნაბიჯი, მაგნიტი, ნიკორა, გვირილა, ზღაპარი. ასევე სააფთიაქო ქსელები: პსპ, ავერსი და სხვა. სუფთა სახლი. 500 მეტრშია რადიო ქალაქი; დაახლოებით 800 მეტრის რადიუსშია - სამშობიარო სახლი N5; პედიატრიული პრივატ კლინიკა; კლინიკა ღია გული, კლინიკა ჯერარსი. 10 წუთის სავალზეა (საქ. ტრანსპორტით) გლდანი მოლი, გლდანი პლაზა (იუსტიციის სახლის ფილიალი) და სითი მოლი გლდანი. 2 კილომეტრშია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
იდეალურია სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა წყვილებისა და ოჯახისთვის , რომლებიც ეძებენ კომფორტულ საცხოვრებელს მშვიდ გარემოში. ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ბინის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე. ვარ ბინის მეპატრონე. სააგენტოსთან არ ვთანამშროლობთ. გაფორმდება ქირავნობის ხელშეკრულება.