იყიდება 110 მ² ახალი აშენებული ბინა ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე. ეს შესანიშნავი ბინა მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ისტორიულ უბანში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე. აქედან ადვილად მისადგომია ძველი თბილისის ხიბლი, მტკვრის სანაპირო, გოგირდის აბანოები, ნარიყალა და უამრავი კაფე-რესტორანი. იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ, ტურისტებზე გასაქირავებლად. ბინა ახალი გარემონტებულია უმაღლესი ხარისხის მასალებით და თანამედროვე დიზაინით. ფართო და ნათელი სივრცეები. შედგება: 2 საძინებელი, დიდი სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი სამზარეულოთი, 2 სველი წერტილი. აივანი ულამაზესი ხედებით ქალაქზე. ცენტრალური გათბობა, კონდიციონერი. უსაფრთხო და მოწესრიგებული სადარბაზო, ლიფტი. ეს არის იშვიათი შესაძლებლობა შეიძინოთ თანამედროვე კომფორტი ისტორიულ გარემოში. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.