ქირავდება მაღალბიუჯეტიანი, პრემიუმ კლასის საოფისე / Co-working სივრცე
ლოკაცია: თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უბანი — ბაგები (ყოფ. სტუდქალაქის ტერიტორია). გერმანულ სკოლასთან.
იდეალურია საოფისე საქმიანობისთვის, co-working სივრცისთვის, სემინარების, ტრენინგების, პრეზენტაციებისა და სხვა ბიზნეს-აქტივობებისთვის.
უპირატესობები და გარემო:
ჯანსაღი ურბანული გარემო, სუფთა ჰაერი და მწვანე სივრცეები.
თბილისის უნიკალური პანორამული ხედები.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის (ავტობუსი, საბაგირო) მარტივი ხელმისაწვდომობა.
საოფისე სივრცის დეტალები:
ქირავდება იზოლირებულ და გამწვანებულ ტერიტორიაზე განლაგებული ორსართულიანი შენობის მე-2 სართული.
საერთო ფართი: 228,4 მ².
საოფისე ფართი: 106,6 მ² (დერეფანი 19,3 მ², სველი წერტილი 5,2 მ²).
გარე სივრცეები: 2 პანორამული აივანი (27,8 მ²) და საზაფხულო ტერასა (56,28 მ²).
სივრცე სრულად აღჭურვილია: თანამედროვე აუდიო-ვიზუალური სისტემებით, პრეზენტაციის ინვენტარით, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, გათბობა-ვენტილაციის სისტემითა და საოფისე ავეჯით.
ფართი დაყოფილია ორ ძირითად სამუშაო სივრცედ:
1. „საკონფერენციო დარბაზი“ (64,3 მ²): ტევადობა 12-30 ადამიანი. სკამებისა და მაგიდების განლაგების სხვადასხვა ფორმატით (თეატრალური, მრგვალი მაგიდა, U-Shape).
2. „აუდიტორია“ (42,3 მ²): ტევადობა 6 სამუშაო მაგიდა. ოპტიმალურია Co-working-ისთვის ან ოფისისთვის.
ორივე სივრცეს აქვს წვდომა საზაფხულო ტერასასა და პანორამულ აივნებზე.
დამატებითი შესაძლებლობები და ბონუსები:
ქეითერინგი: მომსახურების მიღება რეკომენდებული ან თქვენ მიერ შერჩეული კომპანიისგან.
სარეკრეაციო ზონა: შენობის მიმდებარედ 1960,0 მ² გამწვანებული ეზოს გამოყენება ღონისძიებებისთვის.
ეზოში განთავსებულია: 50 მ² პერგოლა/ფანჩატური, აპითერაპიის სახლი 2 ადამიანისთვის (მედიტაცია/რელაქსაცია) და პიკნიკის/outdoor cooking ზონა.