იყიდება 117 მ² ბინა მუხიანის დასახლება 4-ბ მ/რ-ში. ეს არის ფართო და ნათელი ბინა, რომელიც მდებარეობს მშვიდ და მწვანე უბანში, რაც მას იდეალურს ხდის ოჯახებისთვის. ბინა არის ჩეხური პროექტის რაც ერთ ერთ საუკეთესოდ ითვლება. ბინა არის კარგ მდგომარეობაშია და აქვს დიდი პოტენციალი, რომ ახალმა მფლობელმა საკუთარი გემოვნებით მოაწყოს და განაახლოს.
ლოკაცია გამოირჩევა განვითარებული ინფრასტრუქტურით: ახლოსაა სკოლები, საბავშვო ბაღები, სუპერმარკეტები, აფთიაქები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ ყოველდღიურ ცხოვრებას. მიუხედავად ქალაქის აქტიურ ნაწილთან სიახლოვისა, უბანში სიმშვიდე და სუფთა ჰაერია, რაც დამატებითი უპირატესობაა.
ბინის დიდი ფართობი საშუალებას იძლევა მოეწყოს მრავალფუნქციური სივრცეები, იქნება ეს ფართო საძინებლები, აქვს გადიდებული შემოსასვლელი, ნათელი მისაღები ოთახი თუ დიდი სამზარეულო და აივანი(გადიდებული). ასევე სარდაფი და საშრობი. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა შეიძინოთ კომფორტული საცხოვრებელი კარგ ლოკაციაზე, სადაც შეძლებთ თქვენი ოცნების სახლის შექმნას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.