*** სააგენტოებმა არ ატვირთოთ ჩემი განცხადება ***
*** სააგენტოებმა არ დამირეკოთ ***
სასწრაფოდ იყიდება მყუდრო, ნათელი 3-ოთახიანი ბინა (2 დამოუკიდებელი საძინებლით) დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩა №38გ-ში. ბინა მდებარეობს საიმედო სამშენებლო კომპანია „ვივა დეველოპმენტის“ ( მიერ აშენებულ კომპლექსში, მე-2 სართულზე.
ფართობი: 68.8 კვ.მ.
ბინაში გაკეთებულია თანამედროვე ევრორემონტი და სივრცე ათვისებულია მაქსიმალურად . სამზარეულოსა და საძინებლებში დამონტაჟებულია ტევადი, ჭერამდე ასული ჩაშენებული კარადები, რაც უზრუნველყოფს უამრავ სათავსოს. მისაღებ ოთახში კედელი მოპირკეთებულია დახვეწილი ხის პანელებით. სველი წერტილი გამორჩეულია განსაკუთრებული კომფორტით, სადაც დახვდებათ როგორც ჯაკუზი, ისე დუში.
ბინაში რჩება აბსოლუტურად ყველაფერი (ავეჯი და ტექნიკა):
🛋️ სრული ავეჯი (მისაღები, სამზარეულო, საძინებლები, სამუშაო კუთხე);
📺 თანამედროვე ტელევიზორი (Smart TV);
❄️ ზამთარ-ზაფხულის კონდენციონერი;
🍽️ ჭურჭლის სარეცხი მანქანა;
🧼 სარეცხი მანქანა;
🧊 მსხვილი საყოფაცხოვრებო მაცივარი;
🍳 ჩაშენებული ელექტრო ღუმელი, ქურა და გამწოვი.
☀ იატაკის გათბობა აბაზანასა და სამზარეულოში
ბინა არის ახალი რემონტით, იდეალურ მდგომარეობაში. საუკეთესო ვარიანტია როგორც საცხოვრებლად (გადმოდიხართ მხოლოდ პირადი ნივთებით), ისე საინვესტიციოდ მაღალ ფასად გასაქირავებლად.