იყიდება მესაკუთრისგან 65 მ² ახალაშენებული ბინა დავით ყვაჭანტირაძის ქუჩა 24-ში, თბილისში, საქართველო. სააგენტოებთან ა რ ვთანამშრომლობ. ეს არის იდეალური შესაძლებლობა შეიძინოთ თანამედროვე, ნათელი და კომფორტული საცხოვრებელი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უბანში. ბინა მდებარეობს ახალაშენებულ კორპუსში, რომელიც გამოირჩევა ხარისხიანი მშენებლობითა და თანამედროვე სტანდარტებით. ბინას აქვს 2 ნათელი საძინებელი საკუთარი აივნით გამწვანებული სკვერისა და კვაჭანტირაძის ქუჩის ხედით და სტუდიო სამზარეულო, შავნაბადას ხედით. სკვერის დამატებით ესაზღვრება გამწვანებული პარკი სასიარულო ბილიკებით, ფანტანებით, მოსასვენებელი სივრცით და საბავშვო გასართობი და სავარჯიშო სივრცეებით.
დავით ყვაჭანტირაძის ქუჩა ცნობილია თავისი სიმშვიდითა და გამწვანებით, ამავდროულად, ქალაქის ცენტრთან და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარეობით. იქვეა მაღაზიები, აფთიაქები, სკოლები, ბაღები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას მაქსიმალურად კომფორტულს ხდის. ეს არის შესანიშნავი ადგილი როგორც ოჯახებისთვის, ასევე ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რომლებიც ეძებენ ხარისხიან და მშვიდ გარემოს ქალაქის შუაგულში, ურბანული კომფორტისგან მოშორების გარეშე.
არ გაუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი შეიძინოთ საკუთარი კუთხე თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.