საინვესტიციო ბინა ისტორიულ ხარფუხში – დიდი პოტენციალით.
82,69კვ.მ ფართობის ბინა მდებარეობს ძველი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ და ტურისტულად მიმზიდველ უბანში – ხარფუხში, თელეთის ქუჩაზე. ბინა მდებარეობს იტალიურ ეზოში, ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე.
ფართი მოიცავს 4 ოთახს, 1 სველ წერტილს და ფართო ვერანდას. ჭერის სიმაღლე 3.20 მეტრია, რაც დამატებით სივრცისა და სინათლის შეგრძნებას ქმნის. ბინა ფაქტობრივად შავი კარკასის მდგომარეობაშია და სრულ თავისუფლებას გაძლევთ, მოაწყოთ თქვენი სურვილისა და პროექტის მიხედვით.
კომუნიკაციები (წყალი, გაზი, დენი) ამჟამად ბინაში შეყვანილი არ არის, თუმცა ყველა ქსელი ხელმისაწვდომია მეზობელ ბინებში და მათი შემოყვანა შესაძლებელია.
დამატებითი უპირატესობაა ეზოში არსებული 27 კვ.მ ფართობის დამოუკიდებელი ოთახი, რომელიც სურვილის შემთხვევაში მარტივად შეიძლება გადაკეთდეს დამოუკიდებელ საცხოვრებელ ერთეულად, სტუდიად ან ტურისტულ აპარტამენტად.