იყიდება დუპლექსის ტიპის ბინა თბილისის ცენტრში, იტალიურ ეზოში, იუსტიციის სახლის მოპირდაპირედ და თავისუფლების მეტროდან დაახლოებით 7–10 წუთის სავალზე.
სივრცე მოიცავს დიდ სტუდიოს ტიპის მისაღებს მოქმედი ბუხრით, იზოლირებულ სამუშაო ოთახს, რომელიც სურვილის შემთხვევაში დამატებით საძინებლადაც შეიძლება გამოყენდეს. პირველ სართულზე განთავსებულია ცალკე აბაზანა და ტუალეტი, ხოლო მეორე სართულზე — 3 საძინებელი, მათგან ერთს საკუთარი სველი წერტილი აქვს.
ბინას დამატებით აქვს აივანზე მოწყობილი სათავსო/საკუჭნაო და მანსარდის ტიპის სასაწყობე სივრცეები. იდეალური ვარიანტია როგორც საცხოვრებლად, ისე გასაქირავებლად ცენტრალური მდებარეობის გამო.