ახალაშენებულ კორპუსში იყიდება უცხოვრებელი ბინა (62.5 კვ.მ) ახალი რემონტით, კომპლექსის დასრულებულ პროექტში — „Monolith Green City“-ში, ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე და მშვიდ გარემოში. ბინაში აბსოლუტურად ყველაფერი ახალია (დანა-ჩანგლით დაწყებული, თეთრეულით, საბნებით, უთოთი და აივნის ავეჯით დასრულებული).
რემონტისას გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის მასალები. ბინა არის მზიანი და სრულად აღჭურვილია საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ავეჯით. იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ისე გასაქირავებლად.
კორპუსი მოპირკეთებულია მაღალი ხარისხის მასალებით, აღჭურვილია უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით, ასევე ელექტროენერგიის გენერატორით.
ინფრასტრუქტურა:
ჩაკეტილი ეზო საბავშვო მოედნებითა და სკვერით
ველობილიკი
სპორტული მოედანი
ღია აუზი
კონსიერჟის მომსახურება
24-საათიანი დაცვა