ბინა მდებარეობს ზემელზე, ეკატერინე გაბაშვილის ქუჩა N7-ში, მეცნიერებათა აკადემიის უკან, სტალინის პერიოდის მყარ და გამორჩეულ კორპუსში, რუსთაველის მეტროდან 200 მეტრში.
ბინა განთავსებულია მეორე სართულზე და მოიცავს 156 კვ.მ საცხოვრებელ ფართს, დამატებით დაახლოებით 4 კვ.მ აივნით. სივრცე იდეალურად არის განაწილებული:
2 სრულფასოვანი საძინებელი
1 კაბინეტი, რომელიც სურვილის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას მესამე საძინებლად
ფართო და ნათელი მისაღები ოთახი
ცალკე სასადილო სივრცე
იზოლირებული სამზარეულო
1 აბაზანა და 1 დამოუკიდებელი ტუალეტი
ყველა ოთახი გამოირჩევა ბუნებრივი განათებით თითქმის ყველა სივრცეს აქვს ორი ფანჯარა (სამზარეულოს გარდა), ბინა კი სამხრეთ-აღმოსავლეთის მზიან მხარეს მდებარეობს. ინტერიერი ახალი გარემონტებულია, ბინა უცხოვრებელია და აღჭურვილია ახალი, უხმარი Bosch-ის ტექნიკითა და აუცილებელი ავეჯით.
მდებარეობა ბინის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ქალაქის ისტორიული და კულტურული ცენტრი, თეატრები, კაფეები, რესტორნები, მუზეუმები და ტურისტული ღირსშესანიშნაობები ფეხით სავალ მანძილზეა. მშვიდი და ამავე დროს ცენტრალური ლოკაცია იდეალურ გარემოს ქმნის როგორც საცხოვრებლად, ისე ქალაქის აქტიური ცხოვრების დასაგემოვნებლად.
ბინა განკუთვნილია გრძელვადიანი ცხოვრებისთვის 1 ან 2 წლით. ძაღლი დაშვებულია.