ერთი წუთის სავალზე რუსთაველამდე, ცნობილ პრემიუმ კომპლექსში Opera Residence, იყიდება საუკეთესო, მზიანი 4-ოთახიანი ბინა, ა/ფარეხით 2 მანქანაზე, ოთხივე მხარეს განთავსებული აივნებითა და შთამბეჭდავი პანორამული ხედებით.
სახლი აშენებულია უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით. ბინაში - ბრაზილიური მუხის პარკეტი, მასიური ხის მინა პაკეტები, თანამედროვე საოჯახო და სამზარეულო ტექნიკა, Daikin-ის ზამთარ–ზაფხულის კონდიცირების სისტემები.
უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფს:
ვიდეოფონი
სიგნალიზაცია მოძრაობის დეტექტორებით
24-საათიანი დაცვა და ვიდეომონიტორინგი
შენობაში შესვლა ინდივიდუალური ელექტრონული საშვებით.
2 ადგილი მიწისქვეშა ავტოსადგომში უშუალოდ ლიფტთანაა. ყველგან, ყოველთვის იდეალური სისუფთავე და წესრიგია.