სააგენტოს განცხადება!!
არ დააკოპიროთ თხოვნაა, ვაკონტროლებ!
ბინა არის ძველი გარემონტებული, მაგრამ სუფთა კარგ მდგომარეობაში. დიდი მისაღები ოთახი, 2 საძინებელი, იზოლირებული სამზარეულო, ცალ-ცალკე ტუალეტი და აბაზანა, ასევე დამატებითი იზოლირებული ოთახი - დიდი გარდერობი ჩაშენებული კარადებით. არის ცენტრალური გათბობა (immergas). საბავშვო საძინებელში ჩაშენებულია წიგნის კარადები და მოწყობილია ორი სამეცადინო მაგიდა. ბინა მზად არის საცხოვრებლად, გასაახლებელი გექნებათ მხოლოდ ტანსაცმლის კარადები საძინებლებში და სამზარეულოს სკამები.
ბინა არის ძალიან კარგ, წყნარ ადგილას. ფანჯრები და აივანი გადაჰყურებს საბავშვო ბაღის ეზოს. კორპუსის წინ არის კეთილმოწყობილი დიდი სკვერი. კორპუსის უკანა მხარეს, საბავშვო ბაღის გაყოლებაზე, ასევე შენდება ახალი დიდი სკვერი და სტადიონი. კორპუსთან ახლოს არის ყველა საჭირო ობიექტი. სადარბაზო მოწესრიგებულია და დაცულია რკინის კარით, არის 2 ლიფტი ჩიპებზე (სამგზავრო და სატვირთო).
ბინაში რჩება:
- ყველა ავეჯი, რაც ფოტოებზე ჩანს.
- ტექნიკა: დიდი ტელევიზორი (სამსუნგი), სარეცხი მანქანა (სამსუნგი), მაცივარი (ბოში), კონდიციონერი (ბოში), ჭურჭლის სარეცხი მანქანა (ბეკო), მიკროტალღური.